მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის
თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის
მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 66301 კოლოფი (მათ
შორის, 715 ელექტრონული სიგარეტი) და 24 კილოგრამამდე უაქციზო
თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 826 ფაქტი
გამოავლინეს.