საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შეძლებენ. რადგან, ევროპარლამენტის გადაწყვეტილების ამოქმედებამდე ტექნიკური დეტალებია დარჩენილი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დასრულდა, რომლის ფარგლებში, 19 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას დაეუფლა.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში დღეს ღონისძიება გაიმართა.