ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე
ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ
არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად,
არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 10 095 ცალი, სხვადასხვა ჯიშის
მცენარე აღმოაჩინეს.