SJMC-ის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე სოფლების გაზიფიცირების საკითხი დააყენეს
29 / მაისი 2019
SJMC-ის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე სოფლების გაზიფიცირების საკითხი დააყენეს
დაახლოებით 10 სოფლის გაზიფიცირება იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს.
SJMC პროექტის ფარგლებში  ახალგაზრდები ნინოწმინდის მერს ანივარდ მოსოიანს შეხვდნენ
29 / მაისი 2019
SJMC პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ნინოწმინდის მერს ანივარდ მოსოიანს შეხვდნენ
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერს ანივარდ მოსოიანს შეხვდნენ.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა
წაღვერში, ნახანძრალ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არჩილ ნიკოლეიშვილი გაეცნო
29 / მაისი 2019
წაღვერში, ნახანძრალ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არჩილ ნიკოლეიშვილი გაეცნო
ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერში, 2017 წელს ხანძრით დაზიანებულ ტყეში, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციის მიზნით, გზების გაწმენდითი სამუშაოები და მინერალიზებული ზოლების გაყვანა ხორციელდება.
ბორჯომში ჯომარდობის სეზონი მოყვარულმა სპორტსმენებმა გახსნეს
28 / მაისი 2019
ბორჯომში ჯომარდობის სეზონი მოყვარულმა სპორტსმენებმა გახსნეს
აზარტი, ექსტრემი და ემოციები - ასეთ ფონზე გაიხსნა ბორჯომში ჯომარდობის სეზონი. მოყვარულმა სპორტსმენებმა 14 კმ-იანი მონაკვეთი დაფარეს.
ბორჯომში პროფესიული სასწავლებელი აშენდება
27 / მაისი 2019
ბორჯომში პროფესიული სასწავლებელი აშენდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში ბორჯომში პროფესიული სასწავლებელი აშენდება.პროფესიული სასწავლებლისათვის ტერიტორია ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გამოყო.

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა
27 / მაისი 2019
საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა
საქართველოში უკვე 2 კვირაა მწვანილი ძვირდება. East fruit-ის ანალიტკოსებმა რეგიონის ბაზრზე არსებული ვითარება შეისწავლეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პროდუქტის ღირებულება ერთ კვირაში 30%-დან 100%-მდე გაიზარდა.

ამავე კვლევის მიხედვით, გასულ კვირას ოხრახუშის ფასი გაიზარდა პოლონეთშიც, სადაც 1კგ პროდუქტის ღირებულებამ 4 დოლარს გადააჭარბა. მოლდოვაში კი, ოხრახუშის საბითუმო ფასი 13%-დან 15%-მდე დაეცა.

რაც შეეხება რუსეთს ბაზარს, აქ მწვანილის ფასი თითქმის იგივე დარჩა, რაც გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო. გაყიდვების გაზრდის მიზნით, მწარმოებლებმა ქინძის ფასი 10%-ით შეამცირეს. თუმცა, როგრც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პროდუქტის ღირებულება მაინც მაღალი (1 კგ - 4 დოლარზე მეტი), გაყიდვების რაოდენობა კი იგივე დარჩა.

ქინძის ფასი საკმაოდ მაღალი იყო უკრაინაშიც. კერძოდ, 1 კგ პროდუქტი 9 დოლარი ღირდა. ეს მაშინ, როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნებში ქინძის ფასი საშუალოდ, 1,5 დოლარი იყო.

რაც შეეხება ოხრახუშის და კამის ფასს, მოლდოვაში, უკრაინასა და რუსეთში 2 დოლარი იყო.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, თუ საქართველოში მწვანილის ფასისი ზრდა იმავე ტემპით გაგრძელდა, როგორც გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, სულ მალე ოხრახუშისა და კამის ფასი აქაც იგივე ნიშნულს, კერძოდ, 2 დოლარს მიაღწევს.

ამასთან, ექსპერტების შეფასებით, მაისის მესამე კვირაში მწვანილის სახეობებს შორის ყველაზე ძვირი ბაზილიკი იყო . პროდუქტი ყველაზე ძვირი უკრაინასა და რუსეთში იყო. კერძოდ, მისი ღირებულება 13, 67 - 19, 38 დოლარამდე მერყეობდა.



წყარო   https://www.bpn.ge/article/56471-sakartveloshi-mcvanilis-pasi-gaormagda/
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები საჯარო დაწესებულებებში
27 / მაისი 2019
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები საჯარო დაწესებულებებში
საჯარო დაწესებულებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნა მოუწევთ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტით შემოდის
ლაგოდეხში, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
27 / მაისი 2019
ლაგოდეხში, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.
26 მაისი ბორჯომში ღონისძიებით აღინიშნა
26 / მაისი 2019
26 მაისი ბორჯომში ღონისძიებით აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში ღონისძიებით აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ცეკვები და სიმღერები შესრულდა.
ბორჯომი და რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
26 / მაისი 2019
ბორჯომი და რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
ძლიერი სეტყვა იყო დაბა ბაკურიანში. ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით 3 საათისთვის დაიწყო და 5 წუთი გაგრძელდა.
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.