პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ,დღეს, მხარი დაუჭირა ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში გედევან ფოფხაძემ. ცვლილებას მხარი არ დაუჭირა ,ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა.ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე კი სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.