გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4
ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.