24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი „ევექსის“ ერთ-ერთი კლინიკის
სამშობიაროს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მშობიარე
ქალის ახლობელმა ეთო ბუთიაშვილმა განუცხადა, მოსკოვის გამზირზე
მდებარე კლინიკაში მისი ნათესავი ორსული გოგო გუშინ შეიყვანეს,
რომელსაც მაღალი წნევაც ჰქონდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი საკეისრო
კვეთას საჭიროებდა, თუმცა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საკეისრო არ
გაეკეთბინათ და ბუნებრივად მშობიარობას დალოდებოდნენ. ეთო ბუთიაშვილი
ამბობს, რომ ბავშვი სწორედ ამ დროს, ანუ დაბადებამდე დაიღუპა.