საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური
პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო
გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ცნობით გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.