სატვირთო მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
20 / მარტი 2020
სატვირთო მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზესტაფონში, სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი.
ვიზიტორთა ცენტრები 6 აპრილის ჩათვლით დაკეტილი იქნება
20 / მარტი 2020
ვიზიტორთა ცენტრები 6 აპრილის ჩათვლით დაკეტილი იქნება
ახალი ტიპის კორონავირუსის, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტს დაიკეტა.
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში
20 / მარტი 2020
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.
შსს განცხადებას ავრცელებს
20 / მარტი 2020
შსს განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, საქართველოში ორი კვირით აიკრძალა სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთში დაღუპულთა მონაცემს გადააჭარბა
19 / მარტი 2020
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთში დაღუპულთა მონაცემს გადააჭარბა
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ, ჩინეთში დაღუპულთა მონაცემს გადააჭარბა, საიდანაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კიდევ 427 პაციენტი დაიღუპა და მთლიანობაში, გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,405 შეადგინა. ჩინეთში კი COVID-19-ით სულ 3,245 პაციენტი გარდაიცვალა.

სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, მთლიანობაში, იტალიაში 41,035 პაციენტია ინფიცირებული. იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში კორონავირუსის ეპიდემიამ 20 თებერვლიდან იფეთქა.
რომელი ხუთი ძირითადი ობიექტი არ იხურება
19 / მარტი 2020
რომელი ხუთი ძირითადი ობიექტი არ იხურება
პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა. რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
24 საათის განმავლობაში 25 ახალი მიმართვიანობა ინფექციურ საავადმყოფოში
19 / მარტი 2020
24 საათის განმავლობაში 25 ახალი მიმართვიანობა ინფექციურ საავადმყოფოში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოს ბოლო 24 საათის განმავლობაში 25-მა პაციენტმა მიმართა.
რა ღირს ერთი ამერიკული დოლარი
19 / მარტი 2020
რა ღირს ერთი ამერიკული დოლარი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1568 ლარი გახდა.
დამსაქმებლებს შექმნილ სიტუაციაში თანამშრომლების გათავისუფლების და უხელფასო შვებულებაში გაშვების უფლება არ აქვთ
19 / მარტი 2020
დამსაქმებლებს შექმნილ სიტუაციაში თანამშრომლების გათავისუფლების და უხელფასო შვებულებაში გაშვების უფლება არ აქვთ
კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციაში დამსაქმებლებს თანამშრომლების გათავისუფლების, მათი უხელფასო შვებულებაში გაშვებისა და სახელფასო ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აცხადებს.
როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა, ხოლო მისი შეცვლა ცალმხრივად, დამსაქმებლის ინიციატივით, დასაქმებულთან შეთანხმების გარეშე უკანონო და დაუშვებელია.
რაც შეეხება კრიზისის გამო ხელფასის გადახდაზე უარის თქმას, მათივე განცხადებით, ხელფასის გადახდაზე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დამსაქმებელი ვალდებულია, გარდა კუთვნილი ხელფასისა, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

„კანონის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. თუკი, დამსაქმებელი სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს ხელფასის გადახდაზე, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ის ვალდებულია, გარდა კუთვნილი ხელფასისა, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი (შრომის კოდექსი მუხლი 31).

ამასთანავე, თუ დასაქმებული მოცდენა მოხდა დამსაქმებლის ბრალით, ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულია დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მისცეს იძულებითი მოცდენის მთელ პერიდზე, ხელფასის სრული ოდენობით. ხოლო სამსახურიდან გათავისუფლებისას (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას) დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. ამასთან, დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია დროებითი შრომისუუნარობის მთელს პერიოდზე, ანუ დროებითი შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს, გასცეს დახმარება 40 დღის განმავლობაში მიმდევრობით, ან 60 დღის მანძილზე 6 თვის განმავლობაში მის მიერ მისაღები თანამდებობრივი სარგოს, ანუ ხელფასის სრული ოდენობით.

საგულისხმოა,რომ ზემოაღნიშნული რეჟიმი ვრცელდება კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე“, - აღნიშნავენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

ამასთან, პროშკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებულს დააძალოს, შვებულებით აუცილებლად ისარგებლოს.

„თქვენ უფლება გაქვთ, ისარგებლოთ ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 1 5 კალენდარული დღით (შრომის კოდექსი მუხლი 21). შვებულებით სარგებლობა, იქნება ის ანაზღაურებადი თუ არანაზღაურებადი არის თქვენი უფლება. დამსაქმებელს არ აქვს უფლება დაგაძალოთ, აუცილებლად ისარგებლოთ შვებულებით. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას მხოლოდ 2 კვირით ადრე დამსაქმებლის შეტყობინების ვალდებულება გაქვთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო“, - აცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

გარდა ამისა, როგორც პროფკავშირებში აღნიშნავენ, საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს დამსაქმებელს შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც ასევე გულისხმობს კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (მათ შორის პირბადე, ხელთათმანები) უზრუნველყოფას.
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1500 -მდე საწოლი მზადდება
19 / მარტი 2020
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1500 -მდე საწოლი მზადდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1000-დან 1500 საწოლამდე მზადდება.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.