მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88%), თუმცა ჯერ კიდევ
არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას (59 %), - ამის შესახებ
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია
CRRC–საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის უახლესი
კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ
დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა. აღნიშნულ
ინფორმაციას პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი"-
ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
თელავში დაკარგული არასრულწლოვანი დები
პოლიციამ იპოვა. ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით
მიკროავტობუსით მგზავრობდა. არასრულწლოვნები თავს კარგად
გრძნობენ.
თელავში, 13 და 14 წლის გოგოებს
ეძებენ. დები, ლიკა და მარიამ დემინაშვილები, სოფელ შაქრიანში,
ბებიასთან იმყოფებოდნენ. მარტო დარჩენილები სახლიდან გავიდნენ და
თელავისკენ გაემგზავრნენ, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ.
ჭობისხევთან ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელეს მე 12 საუკუნის
ნამოსახლარზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და
ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციისას
ახალი არქიტექტურული ნაგებობები გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში
გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 -დან 3
ე.წ. ხოფას ბაზრობის კლასტერს უკავშირდება. 5 ჯგუფური შემთხვევა
დადასტურდა ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.