კლდიდან გადმოვარდნილი ადამიანი გარდაცვლილი  ნახეს
22 / ივლისი 2021
კლდიდან გადმოვარდნილი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს
ბორჯომში კლდიდან გადმოვარდნილი ადამიანი მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს.
ბორჯომში, კლდიდან ადამიანი გადმოვარდა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
22 / ივლისი 2021
ბორჯომში, კლდიდან ადამიანი გადმოვარდა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოპირდაპირე კლდიდან სავარაუდოდ ადამიანი გადმოვარდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს დასრულდება.
20 / ივლისი 2021
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს დასრულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 20 ივლისს სრულდება. 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება.
კასპის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა
14 / ივლისი 2021
კასპის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა

დღეს 14 ივლისს ავტობანზე, კასპის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ხეებსა და ბუჩქებს მოედო და გავრცელდა , ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია .

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი ბორჯომში გააპროტესტეს
12 / ივლისი 2021
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი ბორჯომში გააპროტესტეს
დღეს, 12 ივლისს "ტვ პირველის" ოპერატორის , ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბორჯომში მდუმარე აქცია გაიმართ.
,,ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ"- აშშ-ის საელჩო
11 / ივლისი 2021
,,ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ"- აშშ-ის საელჩო
აშშ-ის საელჩო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს.
სამცხე-ჯავახეთიში 13 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი
09 / ივლისი 2021
სამცხე-ჯავახეთიში 13 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 108 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

,,მწვანე ქალაქის მეგობრები“  (R)
05 / ივლისი 2021
,,მწვანე ქალაქის მეგობრები“ (R)
ბორჯომის მერია, მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის ინიციატივით ახალ კამპანიას იწყებს, სახელწოდებით „ მწვანე ქალაქის მეგობრები“. კამპანიის მიზანი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.
131 576 ლარი  -  სოციალური პროგრამებისათვის
01 / ივლისი 2021
131 576 ლარი - სოციალური პროგრამებისათვის
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისის თვეში 131 576 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 393 ბენეფიციარს გაუწია.
 თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა
30 / ივნისი 2021
თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ივლისიდან აღარ გააგრძელებს.

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1-ელი ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას.

თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება.

ჩემი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებს. დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, განიცადა პროგრესი ინსტიტუციონალური განვითარების, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. დანერგა ინოვაციური სერვისები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიიღო 7 საერთაშორისო ჯილდო.

ეს ყველაფერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომელთაც თავდაუზოგავი და დიდი შრომა აქვთ გაწეული.

მსურს, ასევე მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორს და მედიას, რომელთაც უდიდესი როლი გააჩნიათ საარჩევნო პროცესში. მადლობა ასევე ყველა იმ უწყებას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების ხელშეწყობის კუთხით.

განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც უდიდესი როლი და წვლილი მიუძღვით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დახმარების, ისე დემოკრატიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში.

დასასრულს, მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო საარჩევნო ადმინისტრაციას. ყველას, ვინც მრავალი წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მათაც, ვინც მომავალში შეუერთდება ამ გუნდს.

წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს!

p.s. მედიისთვის დამატებით მსურს აღვნიშნო! ვთვლი, რომ ამ განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი და მეტ ინტერვიუებს და კომენტარებს არ ვგეგმავ. ამასთან, არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას”.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.