პანიკის საფუძველი არ არსებობს, პროდუქციის მარაგები არის - „რიტეილ ასოციაცია“
09 / მარტი 2022
პანიკის საფუძველი არ არსებობს, პროდუქციის მარაგები არის - „რიტეილ ასოციაცია“
„რიტეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ ქვეყანაში შაქარზე პანიკური მოთხოვნაა, რისი საფუძველი არ არსებობს. როგორც მან bm.ge-სთან თემის კომენტირებისას თქვა, პანდემიის დროსაც იყო პანიკა, თუმცა ისეთ მასშტაბებს ახლა ადგილი არ აქვს.

„სავაჭრო ქსელებში შაქრის გაყიდვები გაზრდილია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩართულია ყველა შესაბამისი ორგანო, რათა გადავიაროთ ეს ტალღა და დეფიციტი არ გვქონდეს ბაზარზე. გუშინ შაქარზე, მარილსა და ზეთზე დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა გუშინ იყო 8 მარტი, ისვენებდნენ დისტრიბუტორები და დეფიციტი გარკვეულწილად ამით იყო გამოწვეული.

ვთხოვ მოსახლეობას, პანიკურად ნუ შეისყიდიან პროდუქციას, რადგან ბაზარზე შეიქმნება ხელოვნური დეფიციტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დახლზე პროდუქტი არ დახვდებათ, ხოლო მოთხოვნის გაზრდა გამოიწვეს პროდუქტზე ფასის ხელოვნურ ზრდას. არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ დადგება; იმპორტიორები ამბობენ, რომ მარაგები აქვთ. გარდა ამისა, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა ბაზართან, რომ პროდუქციის დეფიციტი არ გაჩნდეს“,
- განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, იმპორტიორები აცხადებენ, რომ უხეში გათვლებით, შაქრის, მარილის და ზეთის თვენახევრის მარაგები აქვთ. „არის სხვადასხვა სახის ლოგისტიკური პრობლემა, რაზეც სახელმწიფოც ჩართულია და ეს პრობლემაც მალე გადაიჭრება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანიკის საფუძველი არ არის, მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად“, - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.

წყარო:bm.ge
უკრაინაში საბრძოლველად ჩასულ უცხოელებს უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებენ
09 / მარტი 2022
უკრაინაში საბრძოლველად ჩასულ უცხოელებს უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებენ
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ევგენი იენინის განცხადებით, უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩადიან,
აშშ-მა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა
09 / მარტი 2022
აშშ-მა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა
აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი. ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა,
"რუსეთიდან და ბელარუსიდან ადამიანების მასობრივ შემოსვლაზე ინფორმაცია დეზინფორმაციაა,,-სუსი
08 / მარტი 2022
"რუსეთიდან და ბელარუსიდან ადამიანების მასობრივ შემოსვლაზე ინფორმაცია დეზინფორმაციაა,,-სუსი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რაზეც სოციალურ ქსელებში წერენ მოქალაქეები და საუბრობენ ოპოზიციონერი ლიდერები.
ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად
08 / მარტი 2022
ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად.
,,წვევამდელებსა და რეზერვისტებს საბრძოლველად არ გაიწვევენ''-ვლადიმერ პუტინი
08 / მარტი 2022
,,წვევამდელებსა და რეზერვისტებს საბრძოლველად არ გაიწვევენ''-ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ წვევამდელებსა და რეზერვისტებს ფრონტზე საბრძოლველად არ გაიწვევენ.
საქართველო რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ მოხვდა
07 / მარტი 2022
საქართველო რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ მოხვდა
რუსეთის მთავრობამ შეადგინა რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვენების“ სია.
ჩვენ გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არც ერთ ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს -  ვოლოდიმირ ზელენსკი
07 / მარტი 2022
ჩვენ გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არც ერთ ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს - ვოლოდიმირ ზელენსკი
თუ არ შეუძლიათ მიჰყვნენ ცივილიზებულ წესებს, მაშინ არ უნდა მიიღონ არც პროდუქტი და არც მომსახურება, დაე, ომმა გამოკვებოთ! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მინდა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა - ირაკლი  ღარიბაშვილი
07 / მარტი 2022
მინდა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ,
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება
07 / მარტი 2022
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს, 7 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე,
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.