2023 წელს ვის რამდენით დაუსუბსიდირებს მთავრობა ელექტროენერგიის გადასახადს
11 / იანვარი 2023
2023 წელს ვის რამდენით დაუსუბსიდირებს მთავრობა ელექტროენერგიის გადასახადს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, გაგრძელდება მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება.

საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა გახდა
10 / იანვარი 2023
საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა გახდა
საქართველოს რკინიგზის (GR) 100%-იანი წილი მთავრობას გადაეცა. ამის შესახებ აღნიშნულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ განცხადებაში.
აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
10 / იანვარი 2023
აპოხტის ხინკალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
აპოხტის ხინკალს, მცხეთურ ღვეზელს და "ბატონების" რიტუალებს, არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომში დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი ფართი დაიწვა
09 / იანვარი 2023
ბორჯომში დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი ფართი დაიწვა
გუშინ, 8 იანვარს, ლიკანში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. სავარაუდო ინფორმაციით, დამწვარია ერთ-ერთ ბინაში ოთახი თავისივე ავეჯით.
ეროვნული ვალუტის ღირებულება შაბათ-კვირას
07 / იანვარი 2023
ეროვნული ვალუტის ღირებულება შაბათ-კვირას
ეროვნულმა ბანკმა შაბათ-კვირის ვალუტის კურსი დაადგინა.
მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს
07 / იანვარი 2023
მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით მიმდინარეობდა, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დილიდან დაიწყო.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება.
ბორჯომში პიროტექნიკით ორი არასრულწლოვანი დაშავდა
04 / იანვარი 2023
ბორჯომში პიროტექნიკით ორი არასრულწლოვანი დაშავდა
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, საავადმყოფოში, ახალი წლის ღამეს ორი არასრულწლოვანი შეიყვანეს, რომლებიც პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო იყვნენ დაშავებულები.
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში ბორჯომსა და ბაკურიანში
04 / იანვარი 2023
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში ბორჯომსა და ბაკურიანში
9 იანვრამდე, სამცხე-ჯავახეთში სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.
"საქართველოში დღეს 5-ჯერ მეტია გრიპის ვირუსი, ვიდრე კორონავირუსი" - ივანე ჩხაიძე
04 / იანვარი 2023
"საქართველოში დღეს 5-ჯერ მეტია გრიპის ვირუსი, ვიდრე კორონავირუსი" - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დღეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ბრიფინგი გამართა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით თქვა, რომ ქვეყანაში გავრცელებული ვირუსების 50% დღეს გრიპის ვირუსზე მოდის.
დღეს პატრიარქის დაბადების დღეა
04 / იანვარი 2023
დღეს პატრიარქის დაბადების დღეა
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.