ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული
გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ
აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.
უწყება, საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავს, რომ ლარის კურსი,
თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის
გამყარებული.