სამართალდამცველებმა დეკემბერში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს,
- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
თურქეთში, ილგაზის რაიონში, თბილისი-სტამბოლის ავტობუსისა და
ტრაილერის შეჯახების შედეგად გარდაცვლილია თურქეთის ერთი მოქალაქე,
ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო იუწყება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე,ბიუჯეტის დამტკიცების
საკითხის განხილვისას დეპუტატმა ბაკურ გელაშვილმა კოლეგებს სიტყვით
მიმართა,მისი განცხადებით მიუხედავად იმისა რომ მერის ააიპებს
მოცულობითი თანხებით აფინანსებენ,მათი მხრიდან ანგარიშგება და
საკრებულოს სხდომებზე გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა
არ ხდება.
საკრებულომ ,დღეს, ბორჯომის 2020 წლის ბიუჯეტი
დაამტკიცა.მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 24 345 000
ლარით განისაზღვრა.საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტი
მაქსიმალურად არის მორგებული თითოეული ბორჯომელის
საჭიროებებზე.ბორჯომის 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები
ინფრასტრუქტურა,ჯანდაცვა და განათლებაა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დღეს, დეპუტატებმა
2018-2019 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ მერიის შიდა აუდიტის
სამსახურის ინფორმაცია მოისმინეს.
არის ზამთარი და ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს, თუმცა არავითარ
ეპიდემიაზე საუბარი არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის
ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორჯომში, გრიპის ვირუსით დაავადებული მოქალაქეების რიცხვმა
იმატა.როგორც ადგილობრივები ამბობენ ვირუსი მაღალი ტემპერატურით
ხასიათდება და რამდენიმე დღე გრძელდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.