ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან
საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს
ადმინისტრაციას- აცხადებს სახალხო დამცველი.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და
მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფები შეიცვალა.
2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს,
ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით
ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული 11
პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილებით, მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება
პატიმრობა ძალაში დარჩა.
ხვალ, 21 იანვარს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე
სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. ნინო ლომჯარია
დეპუტატებს N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო
დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული
მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო
ერთ კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, წინა კვირასთან შედარებით ჰოსპიტალიზაცია 5%-ითაა
გაზრდილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.