საპატრიარქო მედიისთვის რეგულაციებს აწესებს
28 / ოქტომბერი 2022
საპატრიარქო მედიისთვის რეგულაციებს აწესებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
 საზღვარზე დააკავეს კაცი, რომელსაც 1100 ფუტკარი  სხეულზე დამაგრებული ხის ყუთებით გადაჰყავდა
28 / ოქტომბერი 2022
საზღვარზე დააკავეს კაცი, რომელსაც 1100 ფუტკარი სხეულზე დამაგრებული ხის ყუთებით გადაჰყავდა
თურქმა სამართალდამცავებმა სარფში, საზღვრის კვეთისას, დააკავეს საქართველოდან თურქეთში შესული კაცი, რომელსაც 1100 ფუტკარი გადაჰყავდა სხეულზე დამაგრებული ხის ყუთებით.
დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ქვეყნებს უფრო მეტად დააახლოებს
28 / ოქტომბერი 2022
დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ქვეყნებს უფრო მეტად დააახლოებს
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნაზე მოლაპარაკებები განახლებულია. მედიასთან კომენტარში მან აღნიშნა,
კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
26 / ოქტომბერი 2022
კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
 კელი დეგნანი  სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას  ესტუმრა
25 / ოქტომბერი 2022
კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ესტუმრა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობს.
საქართველოში  ბოლო 4 წელიწადში მწეველთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა
25 / ოქტომბერი 2022
საქართველოში ბოლო 4 წელიწადში მწეველთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა
ბოლო 4 წლის განმავლობაში, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ აღნიშნა, ეს იმ კომპლექსური რეფორმების შედეგია, რომელიც თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით განხორციელდა.

„ბოლო 4 წელია, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. ეს არის თამბაქოს კონტროლის რეფორმების კომპლექსური განხორციელების შედეგი. სოციალური თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვამ, გადასახადების და ფასების ზრდამ, მარკეტინგის ყველა ფორმის, პოპულარიზაციის, რეკლამების აკრძალვამ მოგვცა შედეგი, რომელსაც ევროპის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით ველოდით.

ჩვენი საბოლოო მიზანია, 2040 წლისთვის საქართველო თამბაქოსგან აბსოლუტურად თავისუფალი ქვეყანა გახდეს, ანუ მოსახლეობაში თამბაქოს პროდუქტის მოხმარება 5%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს. დღეს თამბაქოს 27% მოიხმარს. ჩვენი მიზანია 2040 წლისთვის, თამბაქოს ნაწარმთან ასოცირებული ნებისმიერი მოსაწევი პროდუქტი აბსოლუტურად ნიველირებული იყოს. ამას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება, მაგრამ აბსოლუტურად მიღწევადია, რომ თამბაქოთი არ ავადდებოდეს და უფრო მეტი, არ იღუპებოდეს ადამიანი.

ევროპული კვლევის მიხედვით, თუ 2016 წელს 16 წლის ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარება 18% იყო, 2019 წელს 12 პროცენტს შეადგენს, თუმცა, არის ელექტრონული და ახალი პროდუქტების მოხმარების ზრდის ტენდენცია. კანონმდებლობით აკრძალულია, ელექტრონული სიგარეტის, ასევე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების როგორც მოხმარება, ისე რეკლამა და პოპულარიზაცია.

2017 წელს გავითვალისწინეთ რისკები, რაც ბაზარზე იქნებოდა გასახურებელი თამბაქოს შემოდინებასთან დაკავშირებით და იმთავითვე, დახურულ სივრცეში მისი მოხმარება ავკრძალეთ,
დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარების რეგულაციის 96%-ანი აღსრულება გვაქვს, რასაც 2018 წლიდან მიმდინარე, კანონის აღსრულების მონიტორინგიც განსაზღვრავს. მონიტორები აკონტროლებენ ირღვევა თუ არა რეგულაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში. ან თამბაქოს ნაწარმის რეკლამა - პოპულარიზაციას უკანონოდ ხომ არავინ აკეთებს.

ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად, შესაძლოა, 2020 წლის შემდგომ დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებიც სრულწლოვნები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მიყიდვა აეკრძალოთ. ასევე, ჩვენი ინიციატივაა, თამბაქოს ინდუსტრიას დაევალოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა, როგორც კონვენციის მეცხრამეტე მუხლში წერია. ზიანი დათვლილია საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ლაპარაკია წელიწადში მილიარდ ნახევარ ლარზე (გადასახადების გარდა), როგორც ეს 50 ქვეყანაშია. თამბაქოს ინდუსტრიას დაეკისრება სპეციალური გადასახადი, კომპენსაცია, რათა მათ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოხდეს. ეს აუცილებელია ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, თამბაქოს და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის მიზნით. ამ საერთაშორისო პრაქტიკას მივაწვდით ხელისუფლებას, რათა მომავალი წლიდან ჩვენთანაც გადმოვიღოთ.

მოგეხსენებათ, კაზინოებსა და სლოტ კლუბების ნაწილში მოწევა დაშვებულია, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მოვითხოვთ, სათამაშო ბიზნესში ამ ლეტალური პროდუქტის გამოყენება სრულად აიკრძალოს“
,- აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.


ბორჯომში კორპუსს სადაც აფეთქება მოხდა ექსპერტიზა ჩაუტარდა
24 / ოქტომბერი 2022
ბორჯომში კორპუსს სადაც აფეთქება მოხდა ექსპერტიზა ჩაუტარდა
ბორჯომში კორპუსს, სადაც 22 ოქტომბერს, აფეთქება მოხდა, დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
წალკასთან მიწისძვრა მოხდა
24 / ოქტომბერი 2022
წალკასთან მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 13:39 საათზე, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან მოხდა 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ქართველმა მესაზღვრეებმა შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარი საქართველოს 3684 მოქალაქეს უთხრეს
24 / ოქტომბერი 2022
ქართველმა მესაზღვრეებმა შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარი საქართველოს 3684 მოქალაქეს უთხრეს
2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ქართველმა მესაზღვრეებმა შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარი ჯამში, საქართველოს 3684 მოქალაქეს უთხრეს.
"შემოწმებაზე ჩვენი წარმომადგენელი არ ყოფილა" - სოკარ ჯორჯია გაზი ბორჯომში აფეთქებაზე
23 / ოქტომბერი 2022
"შემოწმებაზე ჩვენი წარმომადგენელი არ ყოფილა" - სოკარ ჯორჯია გაზი ბორჯომში აფეთქებაზე
"სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებით, ბორჯომში აბონენტთან რომლის სახლშიც გუშინ საღამოს სავარაუდოდ გაზი აფეთქდა, მათი კომპანიის წარმომადგენელი შესამოწმებლად არ ყოფილა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.