თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოვლინდა
03 / ოქტომბერი 2019
თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სექტემბერში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს.

 საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო
03 / ოქტომბერი 2019
საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია ოთხი მუნიციპალიტეტი.
აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადადის
03 / ოქტომბერი 2019
აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადადის
ამის შესახებ მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.
"ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს" - გიორგი გახარია
03 / ოქტომბერი 2019
"ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს" - გიორგი გახარია
კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა.
კონცერტი სასტუმრო Borjomi UnderWood-ში (R)
02 / ოქტომბერი 2019
კონცერტი სასტუმრო Borjomi UnderWood-ში (R)
სასტუმრო Borjomi UnderWood-ის ორგანიზებით,  ბორჯომში კონცერტი გაიმართა. მსმენელების განწყობაზე, ჯგუფი "რეზო და ბავშვები", ასევე DJ Shizo ზრუნავდნენ.
2020 წლის ბიუჯეტი ლარი/დოლარის 2.9808 ნიშნულის კურსზე დაიგეგმა
02 / ოქტომბერი 2019
2020 წლის ბიუჯეტი ლარი/დოლარის 2.9808 ნიშნულის კურსზე დაიგეგმა
2020 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 2.9808 ლარის ნიშნულზეა ჩადებული. დოკუმენტში სახელმწიფო ვალის გამოთვლისას გამოყენებულია ოფიციალური კურსი – 2019 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით. გასული წლის ბოლოს დამტკიცებულ ბიუჯეტში კურსი 2.66 ნიშნულზე იყო გათვალისწინებული.
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
02 / ოქტომბერი 2019
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.
с ჰეპატიტის პროგრამისა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების დაფინანსება მცირდება
01 / ოქტომბერი 2019
с ჰეპატიტის პროგრამისა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების დაფინანსება მცირდება

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან 4 მილიონი ლარით მცირდება с ჰეპატიტის მართვისთვის გამოყოფილი თანხა და იგი 7 მილიონი ლარით განისაზღვრება.გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 10 მილიონი ლარით მცირდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსება.

 1-ლი ოქტომბრიდან რამდენიმე რეგულაცია და ცვლილება შედის ძალაში
01 / ოქტომბერი 2019
1-ლი ოქტომბრიდან რამდენიმე რეგულაცია და ცვლილება შედის ძალაში
  • ტაქსის რეფორმის მე-2 ეტაპი

1-ლი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსის რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება. კერძოდ, შემოდის ტაქსის A და B კატეგორიები. ტაქსები იქნება თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: „ტაქსი თბილისი“. ეს მანათობლები საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. ამასთან, A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ.

  • კომპანიების ნაწილს 1-ელ ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება აქვთ

არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისთვის, მე-3 კატეგორიის საწარმოებმა შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები უნდა წარადგინონ. ცნობისთვის, მესამე კატეგორიის საწარმო არის სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მოცემული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე, ორს აკმაყოფილებს:

· აქტივების ჯამური ღირებულება არ აღემატება 10 მილიონ ლარს;

· შემოსავალი არ აღემატება 20 მილიონ ლარს;

· საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 50-ს. (ამ დეფინიციაში შეიძლება მოხვდეს ინდივიდუალური მეწარმეც).

  • გარდა ამისა, 1-ელი ოქტომბრიდან იზრდება იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

დღეიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზეც ამოქმედდება. ცნობისთვის, პირველი საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის, ლესელიძის ქუჩაზე განხორციელდა. ადგილობრივ მოსახლეობას ვებ-გვერდის ან საინფორმაციო ჯიხურის საშუალებით შეუძლიათ ავტომობილი დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ. ასევე უფასო პარკირება ვრცელდება შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება სხვა პირებს, პირველი 15 წუთი უფასო იქნება, ხოლო შემდეგ ყოველი 1 საათის საფასური 1 ლარი იქნება.
წყალტუბოში ჯერ შვილმა, შემდეგ კი დედამ თავი მოიკლეს
01 / ოქტომბერი 2019
წყალტუბოში ჯერ შვილმა, შემდეგ კი დედამ თავი მოიკლეს
წყალტუბოში 18 წლის ახალგაზრდა ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივმა დილით ნახა. მისი თქმით, დაცემის ხმა გაიგო, მოგვიანებით, კი გარეთ გამოსულმა ძირს დაცემული მამაკაცი აღმოაჩინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.