როგორ ვებრძოლოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას?- გამოკითხვა
14 / ნოემბერი 2019
როგორ ვებრძოლოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას?- გამოკითხვა
აზარტულ თამაშებზე მასშტაბური დამოკიდებულების მთავარი მიზეზი მასზე ხელმისაწვდომობა, ფსიქიკური არამდგრადობა და ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირეა.
პროპორციულზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა – ევროკავშირის ელჩი
14 / ნოემბერი 2019
პროპორციულზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა – ევროკავშირის ელჩი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი იმ რისკებზე საუბრობს, რომელსაც პროპორციულ
დარღვევები კვების ობიექტებში - რთული მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის და გურიის  სკოლა-პანსიონებში
14 / ნოემბერი 2019
დარღვევები კვების ობიექტებში - რთული მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის და გურიის სკოლა-პანსიონებში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა.  სააგენტო განაგრძობს
ვენეცია იძირება - წყლის დონემ ქალაქში 1,87 მეტრით მოიმატა
14 / ნოემბერი 2019
ვენეცია იძირება - წყლის დონემ ქალაქში 1,87 მეტრით მოიმატა
ვენეცია ფაქტობრივად მთლიანად ჩაიძირა - წყლის დონემ ქალაქში 1,87 მეტრით იმატა, მიზეზი კი გახშირებული წვიმაა.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაცია დაიწყო
13 / ნოემბერი 2019
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაცია დაიწყო
გუშინ, 12 ნოემბერს, სოფლის შესასვლელში არსებული მოსაცდელის დემონტაჟის სამუშაოები დაიწყო.
 14 მაისი შესაძლოა  "სამშობლოს დღედ" გამოცხადდეს
13 / ნოემბერი 2019
14 მაისი შესაძლოა "სამშობლოს დღედ" გამოცხადდეს
საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს - აღნიშნული ცვლილება „შრომის კოდექსში“ იგეგმება.
ძაღლის ყეფის გამო, მისი პატრონი 50 ლარით დაჯარიმდება
13 / ნოემბერი 2019
ძაღლის ყეფის გამო, მისი პატრონი 50 ლარით დაჯარიმდება
საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვით, ძაღლების მეპატრონეები შესაძლოა, ძაღლის დაყეფების თითოეული ფაქტის გამო 50 ლარით დაჯარიმდნენ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს დაფინანსება აკლდება
13 / ნოემბერი 2019
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს დაფინანსება აკლდება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წელს 20-22 მილიონი ლარი აკლდება - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა.

კითხვაზე, როგორია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის ათვისება, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დეკემბერში 44 მილიონი ლარი დაიხარჯება საყოველთაო ჯანდაცვაზე, საიდანაც დანაკლისი 22-მილიონ ლარამდე იქნება, რომელიც სხვა პროფიციტული პროგრამების ბიუჯეტიდან შეივსება.

“დეკემბერში გადასარიცხი გვაქვს 44 მილიონი ლარის ოდენობით თანხა, სადაც დაახლოებით 20-22 მილიონი ლარი იქნება დეფიციტი, რომელიც შეივსება ანალოგი პროგრამებიდან, ეს იქნება ვერტიკალური პროგრამები, სადაც გვექნება პროფიციტი, იქიდან მოვახერხებთ გადავსებას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის და წელს ამით დავასრულებთ“ - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

კითხვაზე, რას უკავშირდება ყოველწლიურად საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხების დამატების საჭიროება, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „მეტად და მეტად ხდება ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები საქართველოში და შესაბამისად ყოველწლიურად არის ნამატი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტზე“.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში, რომელიც 754 მილიონი ლარია, თანხის დამატება არ მომხდარა. ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის 2020 წლის ბიუჯეტი 754 მილიონი ლარის ოდენობითაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. მიმდინარე წელს პროგრამაში ცვლილებები დაანონსდა. კერძოდ, საუბარია, რომ ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრება მოხდება და სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვალდებულების იქნებიან, რომ ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.
განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
13 / ნოემბერი 2019
განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.
მიწისძვრა საქართველოში
13 / ნოემბერი 2019
მიწისძვრა საქართველოში
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 07:18 საათზე, ნინოწმინდასთან დაფიქსირდა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.