კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
26 / მარტი 2020
კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას სამედიცინო ცენტრის მენეჯერი მიხეილ ქამუშაძე ადასტურებს.
საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
26 / მარტი 2020
საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"უახლოეს დღეებში მოსალოდნელია კორონავირუსის შიდა გავრცელების ინტენსივობის მომატება, ანუ მოახლოებულია პიკური სტადია. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კლინიკების ასოციაცია საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას მოგმართავთ შემდეგი რეკომენდაციებით:

  • ეფექტური პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიზნით რეკომენდებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველჰყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (განურჩევლად რეგიონისა) მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ვირუსზე სწრაფი ტესტირების დაწყება;

  • რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონული და საქალაქო სტაციონარული კლინიკა გადავიდეს ფუნქციონირების საგანგებო რეჟიმზე;

  • პაციენტთა დიდი ნაკადის მიღებისათვის რეკომენდებულია პროფილის მიუხედავად ყველა კლინიკის ბაზაზე (მათ შორის რეგიონული კლინიკების) განხორციელდეს მობილიზაცია, განთავისუფლდეს მინიმუმ ერთი სართული ან იზოლირებული ფლიგელი;

  • რეკომენდებულია საგანგებოდ აღიჭურვოს და დაჩქარებული წესით ექსპლუატაციაში შევიდეს ახალი აშენებული კლინიკები, მათშორის ,,ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო,, და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის პირა ,,რუხის მრავალპროფილური კლინიკა,,;

  • რეკომენდებულია სახელმწიფოსგან გამოიყოს დამატებითი მატერიალური რეზერვები კლინიკებისთვის სამედიცინო და ლაბორატორიული მასალების მომარაგების თვალსაზრისით;

  • პაციენტთა შეუფერხებელი ოქსიგენაციის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია კლინიკების მომარაგება დამატებითი ჟანგბადის წყაროებით.

  • ყველა კლინიკის ბაზაზე რეკომენდებულია უმოკლეს დროში უფროსი, საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის - მინიმუმ 2 ბრიგადის გადამზადება;

  • მაღალი რისკის საქმიანობიდან გამომდინარე რეკომენდებულია დაწესდეს სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის სისტემატიური კონტროლი. ამავე დროს სიცოცხლისათვის საშიში რისკების აღმოფხვრის მიზნით ყველა კლინიკაში რეკომენდებულია შეიქმნას სპეციალური კომისია;

  • რეკომენდებულია მთავრობამ გარკვეული დროით მძიმე, დაძაბული და სტრესული შრომის ფონზე გაათავისუფლოს სამედიცინო პერსონალი საშემოსავლო ბეგარისაგან;

  • რეკომენდებულია პალატების, ფლიგელების, კორიდორების, რეგისტრატურისა და დამხმარე ოთახების დღეში რამდენჯერმე (სადეზინფექციო ხსნარების გარდა) ულტრაიისფერი სხივებით დამუშავება, კვარცის აპარატის გამოყენებით.

  • ვირუსული დაავადება არ განარჩევს მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანს, ამიტომ რეკომენდებულია მოსახლეობამ ლოცვები აღასრულოს ინდივიდუალურად, სახლის პირობებში და მკაცრად მოერიდოს მასობრივ თავშეყრას;

  • ვირუსის გავრცელების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მოსახლეობაში ნატურალური ფულადი კუპიურების ბრუნვა, ამიტომ რეკომენდებულია, უმოკლეს დროში ყველა სავაჭრო ობიექტის საბანკო ტერმინალებით აღჭურვა და საბანკო ბარათით გადახდის პრინციპის საყოველთაოდ დანერგვა" -ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ასოციაცია ავრცელებს.
"დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება მარნეულის სრული სურათი" - ეკატერინე ტიკარაძე
26 / მარტი 2020
"დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება მარნეულის სრული სურათი" - ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ერთ კვირაში გვექნება მარნეულის სრული სურათი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით მარნეულის რეგიონში არსებული რისკის სრული მოცულობის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს.
კომუნალურ გადასახადებზე შესაძლოა შეღავათები დაწესდეს
26 / მარტი 2020
კომუნალურ გადასახადებზე შესაძლოა შეღავათები დაწესდეს
სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს.
"2 პაციენტის  მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა - მარინა ეზუგბაია
26 / მარტი 2020
"2 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მის საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
"აცადეთ ჩემს თანამშრომლებს  მუშაობა" - პაატა იმნაძე
26 / მარტი 2020
"აცადეთ ჩემს თანამშრომლებს მუშაობა" - პაატა იმნაძე
"ჩემმა თანამშრომლებმა, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა, ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასაღებად ჩხირები, მათ ამ დროს ავადმყოფები სახეში ახველებენ და მათ არაფრის ეშინიათ, აცადეთ ამ ადამიანებს ნორმალურად მუშაობა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას " - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მარნეულში საველე ჰოსპიტალთან მოქალაქეების რიგებს შეეხებოდა.
2  წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
26 / მარტი 2020
2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.
"ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის" - პაატა იმნაძე
26 / მარტი 2020
"ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის" - პაატა იმნაძე
"ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ მოსახლეობის შეკრება" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პირბადეების დარიგებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოლნისში კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა
26 / მარტი 2020
ბოლნისში კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილ, 22 კვირის ორსულს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა
26 / მარტი 2020
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.