უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
15 / მაისი 2022
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.
რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
14 / მაისი 2022
რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა
ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ-უკრაინის გენშტაბი
14 / მაისი 2022
ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ-უკრაინის გენშტაბი
რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსული ძალები სლოვიანსკის მიმართულებით ახორციელებდნენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვას დოვგენკეს, დოლინას და ჰუსარივკას დასახლებებში.

ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა ჩაატარეს საჰაერო დაზვერვა „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ხარკოვის რეგიონის იზიუმის, კაპიტოლივკასა და დიბროვას დასახლებების ტერიტორიებზე.

„დონეცკისა და ტავრიას მიმართულებებში მტერმა გამოიყენა ნაღმტყორცნები, არტილერია, სარაკეტო ყუმბარები და თვითმფრინავები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენების მიზნით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური ვითარება კომიშუვახას, კრასნოჰორივკას, ნოვომიხაილივკას, კოსტიანტინივკასა და პობედას ტერიტორიებზე, თუმცა წარმატების გარეშე.

„ქალაქ მარიუპოლში მტერი აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკადას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ახორციელებს მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს.

ზაპორიჟიეს მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად, მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები ოკუპანტების მიერ მრავალდონიანი თავდაცვის ასაშენებლად,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 5 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 6 ჯავშანტექნიკა და 7 მანქანა.

„გასული დღის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა „ორლან-10“ ტიპის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,”- აცხადებენ გენშტაბში.

წყარო: ipn.ge


უნარების ტესტი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის მსურველი აპლიკანტებისთვის საერთო იქნება
13 / მაისი 2022
უნარების ტესტი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის მსურველი აპლიკანტებისთვის საერთო იქნება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის. უნარების ტესტი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის მსურველი აპლიკანტებისთვის საერთო იქნება.
წითელი ჯვრის საიუბილეო თარიღი ბორჯომში კვირეულით აღინიშნა
12 / მაისი 2022
წითელი ჯვრის საიუბილეო თარიღი ბორჯომში კვირეულით აღინიშნა
წითელი ჯვრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბორჯომში კვირეული მოეწყო.
SJMC-ში კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ახალგაზრდებთან
12 / მაისი 2022
SJMC-ში კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ახალგაზრდებთან
რა გამოწვევების წინაშე დგანან ახალგაზრდები, რის შეცვლა სურთ თინეიჯერებს და არის მათთვის უპირველესად მოსაგვარებელი საკითხი.
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა
12 / მაისი 2022
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხე-ახალქალაქის გზაზე ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ის რომ ჩემ ძმას გადაეცემა ბორჯომის ქარხანა სიმართლეს არ შეესაბამება" - ეკატერინე ორჯონიკიძე
11 / მაისი 2022
"ის რომ ჩემ ძმას გადაეცემა ბორჯომის ქარხანა სიმართლეს არ შეესაბამება" - ეკატერინე ორჯონიკიძე
მედიაში გავცელებულ ინფორმაციას რომ ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხანა შესაძლოა ქართველ ბიზნესმენს გია ორჯონიკიძეს გადაეცეს, არ ადასტურებს მისი და ეკატერინე ორჯონიკიძე.
ბორჯომის სამუსიკო სკოლის მორიგი წარმატება
11 / მაისი 2022
ბორჯომის სამუსიკო სკოლის მორიგი წარმატება
7 მაისს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში
დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ
11 / მაისი 2022
დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.