სოციალური ვიდეო
ინტერნეტით ნასწავლი მებაღეობა
24 / ივნისი 2019
ინტერნეტით ნასწავლი მებაღეობა
მას შემდეგ, რაც დაცვის პოლიციაში მუშაობა დაასრულა და ახალციხის ერთ-ერთ სოფელში ბოსტნეულის სათბური ნახა, გადაწყვიტა თვითონაც ეცადა და მსგავსი, უკვე საკუთარ ეზოში გაეკეთებინა.
რა არის მთავარი პრობლემა დევნილებისათვის?
20 / ივნისი 2019
რა არის მთავარი პრობლემა დევნილებისათვის?
გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, 2001 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის 20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

გაეროს მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 8,5 მილიონი ლტოლვილი და 25 მილიონი იძულებით ადგილნაცვალი პირია აღრიცხული. ლტოლვილები და იძულებით ადგილნაცვალი პირები არ აკლია არც საქართველოს, სადაც, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 250 ათასამდე ადამიანი ატარებს დევნილის სტატუსს და მათი აბსოლუტური უმრავლესობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

საქართველოში მცხოვრები დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 45 პროცენტი, კოლექტიურ ცენტრებში, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების კუთვნილ შენობებში ცხოვრობს. სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 90 000-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, რეგიონში სულ 2426 დევნილია რეგისტრირებული, აქედან, იძულებით გადაადგილებული 1920 პირი ბორჯომში, 6 კორპუსშია ჩასახლებული. დევნილთა რაოდენობის მიხედვით, ბორჯომი სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავდება.

რა არის მთავარი პრობლემა დევნილებისათვის? ეს კითხვა ჩვენ იძულებით გადაადგილებულ პირებს დავუსვით. ნახეთ გამოკითხვა.




რაც შეეხება პროგრამებს, თუ რა კეთდება დევნილების დასახმარებლად. განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ითვალისწინებს საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტებს დევნილებისათვის. საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს საგრანტო პაკეტების მიხედვით. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარია.

ასევე, დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს - „პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ სერტიფიცირებულ დევნილებს, თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათი პროფესიის შესაბამისი ხელსაწყოები და ტექნიკა. პროგრამას სააგენტო უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს. დაფინანსება 100 - მდე დევნილმა მიიღო, რომელთა შემოსავალიც, გრანტის მიღების შემდგომ, ყოველთვიურად, 100 - დან 1000 ლარამდე გაიზარდა.

აგრეთვე, საგრანტო პროგრამის თანახმად, გრანტები გაიცა სასათბურე მეურნეობის დასაწყებად, სადაც ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტი იყო ბორჯომიც.
ყვიბისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს (R)
20 / ივნისი 2019
ყვიბისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს (R)
ბორჯომის მერმა, ლევან ლიპარტიამ, სოფელ ყვიბისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
დებიუტანტი მსახიობები
20 / ივნისი 2019
დებიუტანტი მსახიობები
ბორჯომის სახალხო თეატრს, ორი დებიუტანტი მსახიობი ჰყავს. თეატრის არსებობის ისტორიაში, სპექტაკლში პირველად იყო მოწვეული პატარა მსახიობი.
სხვა სტატიები
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 18 - 25 °C
img
ახალციხე 17 - 22 °C
img
თბილისი 19 - 36 °C
img
ასპინძა 17 - 30 °C
img
ახალქალაქი 11 - 20 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1442
GBP
GBP
1
3.5220
TRY
TRY
1
0.4796
USD
USD
1
2.7798
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.