დასაქმება ბორჯომში
ვაკანსიები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს.
პოზიციის დასახელება: ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილებაში ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;

კონკურსის ტიპი:
გამარტივებული კონკურსი;

ორგანიზაცია: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია;

კატეგორია: ზედამხედველობა;

განცხადების ბოლო ვადა: 24.03.2023;

თანამდებობრივი სარგო: 500 ლარი;

ადგილების რაოდენობა 5;

სამსახურის ადგილმდებარეობა ბორჯომი;

სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა 3 თვე;

ფუნქციები - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელებაში დახმარების გაწევა;

საკონკურსო თემატიკა:


ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებით დამტკიცებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“; ვ )ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება’’ კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები პროგრამის დასახელება ცოდნის დონე Microsoft Office Word კარგი; Microsoft Office Excel კარგი;

საკონტაქტო ინფორმაცია; საკონკურსო კომისიის მისამართი: ბორჯომი მესხეთის ქ.N5.

საკონტაქტო ტელეფონები: 551 11 04 19;

საკონტაქტო პირი: ლეილა ნოზაძე;

დამატებითი მოთხოვნები - სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ავტომობილის მართვის მოწმობა;

1. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
2. დროის ეფექტური მართვის უნარი;
3. ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
4. სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
5. გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია
-კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა განაცხადი უნდა შეავსოს, მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად.

კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.


(R)

Print