სამუშაო
ტელეკომპანია ბორჯომი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ტელეკომპანია ბორჯომი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ პიროვნებას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, უყვარს სიახლეები და ადამიანებთან ურთიერთობა, აქვს მუდმივი სწავლისა და განვითარების სურვილი.
 ძირითადი მოვალეობები:

- გაყიდვების გეგმის შედგენა, პერიოდული განახლება და შესრულების უზრუნველყოფა.
- პოტენციური კლიენტების საინფორმაციო ბაზის შექმნა;
- კომპანიებთან სატელეფონო კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება;
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებების შექმნა/კორექტირება;
- პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული პაკეტების შეთავაზება.
- დამკვეთებთან ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება.

 ძირითადი მოთხოვნები:

- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office – Word, Excel, PowerPoint.
- სასურველია უმაღლესი / ან არასრული უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით.

 ანაზღაურება
ფიქსირებული + ბონუსები გაყიდვებიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ:
• რეზიუმე (CV)
• სამოტივაციო წერილი
ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
წერილის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: „გაყიდვების მენეჯერი“.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ ინფორმაცია 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ერთთვიან სტაჟირებას, რის შემდეგაც დასაქმდებიან კომპანიაში.

Print