სპორტი
ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა
ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა.
დიანა ჯიშიაშვილი, რაპირით ფარიკაობაში, ფინალში, იტალიელ მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 8:15 დამარცხდა და შეჯიბრება მეორე ადგილზე დაასრულა.
გუნდურ შეჯიბრებაში, ირმა ხეცურიანმა, ნინო თბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა იასპარეზეს. ფინალში უკრაინის ნაკრები დაამარცხეს (45:44) და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
9 ივლისიდან, საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები, ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაში გააგრძელებს ასპარეზობას, რომელიც 9 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება.

Print