როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში
12-13 ნოემბერს უმეტესად უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე
მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): გამოიდარებს
და 14 ნოემბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო):
უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15
გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა
მოსალოდნელი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +20, +22
გრადუსამდე მოიმატებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
12-13 ნოემბერს +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს, ღამის
საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.