21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში
იწვიმებს,
ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის
უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია
აღნიშნული, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ქარი.
„17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში
+15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე
დაიკლებს. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20
მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან
კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების
ქარი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.