თორმეტი იანვრის ამინდის პროგნოზი
ბორჯომში სინოპტიკოსები, დღეს თორმეტ
იანვარს, უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერს ტემპერატურა -5°
გრადუსამდე დაეცემა.
ბაკურიანში -9° გრადუსი და უღრუბლო ამინდია ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს საქართველოში
მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ
საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა.
12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის
დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს
აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ).
საავტომობილო გზების ცალკეულ მომაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი,
ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე
შემოყინულობა.