სამართალი
კასპში, საკუთარ სახლში ქმარი მოკლეს, ცოლი კი დაჭრეს
კასპის მუნიციპალიტეტში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შუახნის მამაკაცი მოკლეს, მის მეუღლე კი, დაჭრეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: www.interpressnews.ge
Print