საზოგადოება
თბილისში ტაქსებზე დაწესებული რეგისტრაცია და მძღოლების შეფასებები ბორჯომში
1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების მოძრაობა ნებართვის გარეშე აიკრძალა.სიახლე ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში დაინერგა. ტაქსების მოძრაობისათვის საჭირო ლიცენზიის აღებას დღეს ბორჯომში ტაქსის მძღოლები გამოეხმაურნენ,მათი განცხადებით გაძვირებული საწვავის ფონზე ტაქსების რეგისტრაციის გადასახადის გადახდა მათთვის რთული იქნება და თუ სიახლე რეგიონებზეც გავრცელდა ტაქსს უბრალოდ გააჩერებენ.

ასევე 1 ოქტომბერს ამოიწურა ვადა მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ,თუმცა მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი 30 კალენდარული დღით გახანგრძლივდა და ბოლო ვადად 2018 წლის 30 ოქტომბერი განისაზღვრა.
Print