covid-19
კორონავირუსისგან 46 პაციენტი განიკურნა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.COV.GE-ზე არის განთავსებული. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით საერთო ჯამში ინფიცირებულია 196 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 362 მოქალაქეა.
Print