covid-19
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196-მდე გაიზარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის ინფექციის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაემატა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიებში PCR სტანდარტით 200-მდე კვლევა მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, რომ გვექნება შემთხვევების მატება. ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო ორნიშნა მატებები 15-18. დღეს დილით გვქონდა 7 ახალი შემთხვევა. ახლა დაემატა ერთი და ჯამში არის 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 3271 გამოკვლეული ადამიანიდან. ჯამში 3457 ნიმუში გაიტესტა" - განაცხადა გამყრელიძემ.
Print