საზოგადოება
ბუნებრივი აირის ახალი აბონენტების მიერთების ფასი გაორმაგდა
სემეკი-ს თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2020 წლის იანვრიდან ახალი აბონენტები, რომლებიც გაზის აბონენტად რეგისტრაციისთვის განაცხადით მიმართავენ თბილისში „თბილისი ენერჯის“ და რეგიონებში „სოკარს“, გაორმაგებულ საფასურს გადაიხდიან. როგორც ნარმანია  აცხადებს, აღნიშნული ცვლილება ტარიფის ზრდის თავიდან აცილების მიზნითაა მიღებული. „იანვრიდან შეიცვალა ბუნებრივი აირის ახალი აბონენტების მიერთების საფასური და 400 ლარის ნაცვლად 800 ლარი გახდა. ეს ეხება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ფოთი , რუსთავი და ბათუმი. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ რეალურად კომპანიებს ახალი აბონენტების დაერთება 400 ლარზე მეტი უჯდებოდათ და შესაბამისად, სხვაობა უნდა დაფარულიყო ტარიფიდან. მოქმედ აბონენტებს, რომ არ გაზრდოდათ ტვირთი, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“ - აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ რეგულაციებს ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით, სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება-მიწოდების წესებთან დაკავშირებით არსებითი ცვლილება ამ ეტაპზე დაგეგმილი არაა.

„ზოგადად 2020 წელი ენერგეტიკული სექტორისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხასიათდება. მიღებულია ახალი კანონი ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც სემეკმა 20-მდე ახალი რეგულაცია უნდა მიიღოს. ამის შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი“-აღნიშნა ნარმანიამ
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.