ახალი ამბები
"ევროპულმა საქართველომ" სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის შენობაზე ბოქლომის დადება სცადა
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენლებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცის შენობაზე ბოქლომის დადება უნდოდათ. „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის წევრებმა კი მათ ხელი შეუშალეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციას შენობაზე სიმბოლურად ბოქლომის დადება უნდოდა.

„გვინდოდა სიმბოლური აქციის გაკეთება, ადმინისტრაციულ შენობაზე, სადაც განთავსებულია სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი, მაშინ, როდესაც სესიაზე ჩააგდეს საკითხი პროპორციული სისტემის არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს შენობაში მზად დაგვხვდა ყველა, მთლიანად პარტაქტივი იყო მობილიზიებული, წინასწარ ჰქონდათ ტექსტები მომზადებული, პოლიციაც იყო. როგორც ჩანს, კარგად იცოდნენ, რომ მივდიოდით“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

შენობის შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ წევრები დახვდნენ: „ჩვენი ადმინისტრაციული შენობის დაბოქლომება უნდოდათ, პიარკამპანია აქვთ, მარამ ჩვენ მაგის უფლებას არავის მივცემთ. ეგ ხელისუფლება მოვიდა ვარდების რევოლუციით, მაგრამ დღეს ჯაჭვებითა და ბოქლომებით მოძრაობენ. პარტიზანულად მოიპარნენ უნდოდათ შემოჭრა, მაგრამ მაგას ვერ ეღირსებიან, რომ ადმინისტრაციულ შენობებზე ბოქლომები დაადონ“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე.
ოპოზიციამ ბოქლომის დადება მაინც მოახერხა, ოღონდ შენობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე.

წყარო: www.sknews.ge




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.