საზოგადოება
რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ტყის მავნებელ მწერთან "მბეჭდავ ქერქიჭამიასთან" საბრძოლველად

რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ტყის მავნებელ მწერთან "მბეჭდავ ქერქიჭამიასთან" საბრძოლველად - ამ თემაზე "წყლის გლობალური პარტნიორობა საქართველოს"  მიერ ბორჯომში საჩვენებელი აქცია გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ყოფილი "ტურბაზის" მიმდებარე კერძო ტერიტორიაზე ქერქიჭამიასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები შეისწავლეს.ტყის აღნიშნულ მონაკვეთზე დაახლოებით 364 ძირი ხე სპეციალური ქიმიური პრეპარატით დამუშავდა,რამაც ხეების ხმობის პროცესი შეაჩერა.

 

შეგახსენებთ,რომ „მბეჭდავი ქერქიჭამია“ საქართველოში პირველად 1952 წელს გამოჩნდა.მავნებელი აზიანებს წიწვოვან მცენარეებს. მწერი ნაძვის ქერქში სახლდება და ძალიან სწრაფად ახმობს მთელ მცენარეს. ქერქიჭამია წელიწადში ორჯერ მრავლდება და სითბოში, მაღალ ტემპერატურაზე აქტიურდება.

ბორჯომის სატყეო უბანზე მავნებელი ხოჭო 11 000 ჰა-მდე ფართობზეა გავრცელებული.ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მავნებელ მწერს სანიტარული ჭრებითა და ფერომონიანი მწერსაჭერებით ებრძვის.


 


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.