ახალი ამბები
შეტაკებები ყარაბაღში გრძელდება - არის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის არმიის მესამე მოტომსროლი პოლკი, რომელიც მთიან ყარაბაღში იყო დისლოცირებული, მთლიანად გაანადგურეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხების მიერ საბრძოლო შეტაკებების შედეგად დამატებით 10 აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, აზერბაიჯანელებმა სამგზავრო ავტობუსი დაწვეს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა მომხდარს.
უკვე მესამე დღეა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო სამხედრო დაპირისპირება არ წყდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ვაგიფ დარგიაჰლიმ განაცხადა, რომ აღნიშნული პოლკი მთლიანად განადგურებულია და სომხური მხარე გარდაცვლილებისა და დაშავებულების ევაკუაციისთვის დახმარებას ითხოვს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი აცხადებს, რომ სომხეთი იძულებული იქნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის მსვლელობისას, ფართო რადიუსის განადგურების იარაღი გამოიყენოს, განაცხადა.

"თავდაცვის სამინისტრო გაფრთხილებას ავრცელებს, როლის თანახმადაც სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებული იქნება გამოიყენოს საცეცხლე გამანადგურებელი საშუალებები და ფართო რადიუსის სამხედრო ტექნიკა, რომელიც განკუთვნილია ცოცხალი ძალის, მოძრავი და უძრავი ქონების, სამხედრო ტექნიკის დიდ ფართობებზე განადგურებისთვის", - განაცხადა სტეპანიანმა.
მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ აზერბაიჯანის ჯარი იყენებს მძიმე საბრძოლო სისტემებს, მსხვილკალიბრიან არტილერიას, დანადგარ "სმერჩს". ეს ცვლის საბრძოლო მოქმედებების ლოგიკასა და მასშტაბებს", - განაცხადა პრესმდივანმა.

მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო, რის შედეგადაც ათობოთ ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.


Print