სტერეოტიპი
ბულინგი და ბავშვთა უფლებები - "სტერეოტიპი"
რა სტერეოტიპები არსებობს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით და როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი? ხშირ შემთხვევაში, სად და როდის ირღვევა ბავშვთა უფლებები და ვინ ზრუნავს მათ დაცვაზე?
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბავშვზე ძალადობის 750-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
რატომ არის საქართველოში ბულინგის პრობლემა და ვის რა როლი აქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად - აღნიშნულ თემაზე სტუდიაში საუბრობენ:
ხათუნა ხარაზიშვილი - #3 საჯარო სკოლის დირექტორი და ფსიქოლოგი;
ლოლა გოგოლაძე - #1 საჯარო სკოლის პედაგოგი;
მარინა კუპატაძე - ა.ო. "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის" დირექტორი;
მოსწავლეები: ირაკლი გოგოლაძე და მაია ხუციშვილი.


გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ,,დაიწყე ცვლილება შენით“, რომელსაც ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი SJMC ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ ფარგლებში.


Print