სტერეოტიპი
სელექციური აბორტები და მემკვიდრეობა - "სტერეოტიპი"
დაუბადებელი გოგონების მკვლელობების რიცხვით, საქართველო - მსოფლიოში პირველ ხუთეულში შედის. შვილის ყოლის შემთხვევაში, მშობლები რომელ სქესს ანიჭებენ უპირატესობას და რატომ - ამ და სხვა საკითხებზე გაიმართა სტუდიაში დისკუსია. გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები არიან: ნელი მარგველაშვილი - ექიმი გინეკოლოგი და ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი - ელენე რუსეცკი.

გადაცემის მეორე ნაწილი, ოჯახში შვილებს შორის მემკვიდრეობის განაწილების თემას დაეთმო. აღნიშნულ თემაზე გადაცემაში ისაუბრეს მშობლებმა მერი გოგოლაძემ და გრიგოლ ჯვარიძემ, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა - ქეთი ბებიაშვილმა.

გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ,,დაიწყე ცვლილება შენით“, რომელსაც ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი SJMC ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ ფარგლებში.


Print