ბაკურიანში, ახალგაზრდა გოგო თხილამურებით სრიალისას გარდაიცვალა
ბაკურიანში, ახალგაზრდა გოგო თხილამურებით სრიალისას გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს , დიდველის სათხილამურო ტრასაზე მოხდა. ცხედარი ახალციხეში, ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც ამ წუთებში სიკვდილის მიზეზის დასადგენად, სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

თვითმხილველის თქმით, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა სავარაუდოდ, დაცემისას მიიღო. გარდაცვლილი თბილისიდან არის და ბაკურიანში დასასვენებლად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.





Print