საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი
26 აპრილს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29
აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი,
შესაძლებელია სეტყვაც.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს" ინფორმაციით
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად
უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა
ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი,
გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია 26 აპრილს
მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს
ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.