"ინტერაქტივი" - საგზაო უსაფრთხოება და ახალი სოციალური კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის"
შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 10.2%-ით. მიუხედავად ამ სტატისტიკისა, მაინც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. სამინისტრომ დაიწყო ახალი სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“. რას გულისხმობს კამპანია და რა შედეგზეა ორიენტირებული, ამის შესახებ სტუდიის სტუმარი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური - დავით გვიმრაძე საუბრობს.

რამდენი "ჭკვიანი კამერაა" დამონტაჟებული ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის სამცხე-ჯავახეთში; ყველაზე ხშირად, რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და რა საჯარიმო სანქციებია როგორც მძღოლებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისათვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, როგორ ხდება მძღოლების ალკოტესტით შემოწმება, რამდენად ეფექტურია ავტომობილების ტექ. დათვალიერების სისტემა და რა სიახლეებია დაგეგმილი მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის - ამ ყველაფერზე პასუხებს გადაცემაში მოისმენთ.



Print