გარემოსდაცვითი პროექტის შეჯამება ბორჯომში - "ინტერაქტივი"
გარემოსდაცვითი პროექტი „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში“, რომელიც 9 თვიანი იყო, დასასრულს უახლოვდება. მისი შედეგების შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს, გადაცემა "ინტერაქტივი"-ს სტუდია დაეთმო. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს იმ ტრენინგებზე, შეხვედრებზე, საგანმანათლებლო ბილიკსა და და საკარვე ადგილზე, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყო, პარკსა და პლატოსთან დამაკავშირებელი არსებული, ბუნების შემეცნებითი ბილიკი, განთავსდა საინფორმაციო ბანერები, დასასვენებელი სკამი და უსაფრთხოების მიზნით, დამონტაჟდა მოაჯირები. ასევე, მოხდა საკარვე ადგილის მოწყობა და აღჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

გადაცემის სტუმრები არიან:

ლევან თაბუნიძე - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნაკრესის, სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორი;
მარინა კუპატაძე - სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორი;
ლიკა სხირტლაძე - პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი;
და მოსწავლეები მეოთხე საჯარო სკოლიდან: სალომე ხუციშვილი და სალომე კაპანაძე.


გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში“ . პროექტს ახორციელებს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“, „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ პარტნიორობით ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში. ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.


Print