Error
"ინტერაქტივი" - გარემოსდაცვითი ცნობიერება
გასულ კვირას, ბორჯომში, ბუნების შემეცნებით ბილიკზე, ე.წ. "შვიდბილიკაზე" ის ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რომელიც ამავე პროექტის „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში იყო მოწყობილი. ბილიკზე, რომელიც ბორჯომის პარკიდან იწყება და პლატოს ტერიტორიამდე გრძელდება, განთავსებული იყო საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფები, ასევე მოწყობილი იყო მოაჯირები უსაფრთხოების მიზნით და დასასვენებელი სკამი. აღნიშნული სკამი და საინფორმაციო დაფა, რომელიც ნარჩენების შესახებ აწვდიდა მოსახლეობას ინფორმაციას, ადგილიდან მოთხარეს და რამდენიმე მეტრის მოშორებით გადააგდეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერების შედეგია, ნარჩენებისგან დაბინძურებული ქუჩები, მდინარეები, ტყეში გაჩენილი ხანძრები და ა.შ. რასაც ხშირად ვაწყდებით ჩვენს გარშემო.

როგორ მუშაობენ მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლებში, ოჯახებში, საზოგადოებაში, გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად და ვის რა როლი აქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. "ინტერაქტივის" სტუდია ამჯერად, აღნიშნული თემის განხილვას დაეთმო. გადაცემის სტუმრები არიან:

მარი ქინქლაძე - დვირის საჯარო სკოლის წარმომადგენელი
მანანა დევდარიძე - მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგი
მარიამ ხვისტანი - პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე და
ნოდიკო ჯავახიძე - დვირის საჯარო სკოლის მოსწავლე


გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში“ . პროექტს ახორციელებს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“, „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ პარტნიორობით ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში. ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.
Print