"ინტერაქტივი" - როგორ ვაზიანებთ გარემოს და რა სარგებელს ვიღებთ მისგან?
"ინტერაქტივის" სტუდია, კიდევ ერთი გარემოსდაცვითი თემის განხილვას ეთმობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, ტყეს 45 000 ჰა უკავია, აქედან 943 ჰა დამწვარია დაბა-წაღვერის ტყეში 2008-2017 წწ-ში, პლატოზე კი მბეჭდავი ქერქიჭამიისგანაა დაზიანებული ფართობები.

ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 15 000 კუბ მ საშეშე მერქანი გამოიყოფა მოსახლეობისათვის, თუმცა საკმაოდ ხშირია ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები, ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტიდან, ბორჯომი ლიდერობს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, უკვე არსებობს ტყის მრავალფუნქციური გამოყენების წარმატებული პრაქტიკა. ანალოგიურის დანერგვა იგეგმება ბორჯომში, სატყეო სააგენტოს ტერიტორიაზე.

გადაცემაში ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ კვლევას, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარდა ბორჯომში და ასახავს მოსახლეობის რამდენი პროცენტი, რას იყენებს ზამთარში გასათბობად და როგორია ხე-ტყის უკანონო ჭრების სტატისტიკა წლების მიხედვით.

"ინტერაქტივის" სტუმრები არიან:

ნათია იორდანიშვილი - ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე
სალომე აბულაძე - მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ბორჯომში


გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა "ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში". პროექტს ახორციელებს, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი "ნაკრესი", "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან" პარტნიორობით ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში. ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ს და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი სი-თი-სი.
Print