"ინტერაქტივი" - ტყის მრავალფუნქციური გამოყენება და გარემოსდაცვითი ცნობიერება
ბორჯომის უდიდესი ნაწილი ტყითაა დაფარული და მას დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანისთვის. ბორჯომი, როგორც კურორტი წარმოუდგენელია ტყის გარეშე. საინტერესოა რა იცის ხალხმა ტყის მრავალფუნქციური გამოყენების შესახებ და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ ტყისგან, ისე რომ არ დაზიანდეს გარემო და ბუნება. სწორედ ეს არის გადაცემის თემა, რომლის შესახებაც მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.

გადაცემის სტუმრები არიან:

ლევან თაბუნიძე - სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“ სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორი;

მარინა კუპატაძე - „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ დირექტორი;

ასევე ახალგაზრდები, რომლებიც პროექტში არიან ჩართულები.

გადაცემის მეორე ნაწილში ისაუბრა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.


გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში“ და მას BP-ის ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“, „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ პარტნიორობით.


Print