ვანდალიზმის გახშირებული ფაქტები ბორჯომში
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
მაშინ როდესაც ადგილობრივ ბიუჯეტს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მილიონები უჯდება, ვანდალიზმის ფაქტების და დაუდევრობის გამო, ამ თანხების განმეორებით ხარჯვა ხდება საჭირო.

რაც მთავარია, ეს არის გადასახადების გადამხდელების, ხალხის ფული და  განმეორებითი დანახარჯები რომ არა, ეს თანხები შეიძლებოდა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარებოდა.

ვანდალიზმის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ ბორჯომში, ვინ ახორციელებს მონიტორინგს და რას მიიჩნევენ პრევენციის ეფექტურ მექანიზმად?

ბორჯომის მერი - ოთარ არბოლიშვილი პასუხობს „ინტერაქტივის“ შეკითხვებს.



Print