როდის ეკითხებიან აზრს ახალგაზრდებს და როგორ უნდა განახორციელოს მუნიციპალიტეტმა მათი ინიციატივები
როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ და საკითხი ახალგაზრდებს ეხებათ, პირველ ეტაპზე მათი მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება უნდა მოხდეს. ახალგაზრდების ჩართულობა ზრდის პოლიტიკის განხორციელების ეფექტურობას.

როგორია ახალგაზრდების თანამონაწილეობის პრაქტიკები ქვეყანაში, რა წერია ბორჯომის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიაში და როგორ უნდა განახორციელოს მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა.

დისკუსიაში საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს რატი ჭეიშვილი - ახალგაზრდული პოლიტიკის ექსპერტი.





"დისკუსია მომზადებულია ორგანიზაციის „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ (SJMC) მიერ პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეთა ინტერესების დაცვისათვის“ ფარგლებში.

მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.


Print