ინტერაქტივი - რა საკითხებს გადაჭრის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ბორჯომის სოფლებში
ბორჯომის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასასრულს უახლოვდება.
მოსახლეობამ თვითმმართველობასთან ერთად, უკვე შეარჩია ის პროექტები, რაც 2022 წელს განხორციელდება. 

ბორჯომის მერი, ოთარ არბოლიშვილი პასუხობს „ინტერაქტივის“ კითხვებს.






ნახეთ. რომელ სოფელში რა სამუშაოები შესრულდება „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში.

  • სოფელი საკირე -  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
  • სოფელი ტაძრისი -  სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და რეზერვუარების რეაბილიტაცია;
  • სოფელი დგვარი -  სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია;
  • სოფელი ტბა - წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია;
  • სოფელი მზეთამზე - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
  • სოფელი ლარები - სკვერის მოწყობა;
  • სოფელი ლიბანი - სკვერის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
  • სოფელი ტიმოთისუბანი - სკვერის მოწყობა;
  • სოფელი ზანავი - სკვერის ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • სოფელი ქვაბისხევი - სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა;
  • დაბა ბაკურიანი - გარე განათების მოწყობა;
  • სოფელი ჩითახევი - გარე განათების მოწყობა;
  • სოფელი ჭობისხევი - გარე განათების მოწყობა;
  • სოფელი დვირი - სარწყავი არხის რეაბილიტაცია;
  • სოფელი ანდეზიტი - ამბულატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები;
  • სოფელი ციხისჯვარი - შიდა გზების მოხრეშვა;
  • სოფელი ცემი - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
  • სოფელი ვარდგინეთი - ფეხით სავალი გზის რეაბილიტაცია და მოჯირის მოწყობა სტადიონის მიმდებარედ;
  • სოფელი ბეშეთი - გზის დამცავი კედლის მოწყობა;
  • სოფელ კორტანეთი - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
  • სოფელი სადგერი - სასაფლაოს შემოღობვა;
  • დაბა ახალდაბა - სასაფლაოს შემოღობვა
  • სოფელი რველი - სკოლის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა;
  • სოფელი დაბა - ხიდის რეაბილიტაცია;
  • დაბა წღვერი - ხიდის რეაბილიტაცია;




    (R)


Print