ბორჯომის მერმა მრავალშვილიან დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ,მისმა მოადგილემ ბუბა ბერიძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ მრავალშვილიან დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.8 მარტის აღსანიშნავად ლევან ლიპარტია სოციალურად დაუცველ,მრავალშვილიან ოჯახებს პირადად ესტუმრა და ქალებს დღესასწაული ყვავილებით,საჩუქრებითა და სასურსათო ნაკრებით მიულოცა.შეგახსენებთ,რომ 3 მარტის აღსანიშნავად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ მრავალშვილიან დედებს,რომელთა რაოდენობა 89-ს შეადგენს,საჩუქრად 150 ლარი გადასცა.










Print