სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრისას საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმება განიხილა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას 3 თვით შეძლებენ. სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერებს განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება.

„გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს გერმანელ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანია, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის" - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის აპრილის თვიდან შესაძლებელია გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება.
სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა დღეიდან უკვე შესაძლებელია და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე : http://workabroad.moh.gov.ge/ გადის

Print